ნიკა მელიასა და ნიკა გვარამიას პარტიები ერთიანდებიან

22
spot_img

ნიკა მელიას და ნიკა გვარამიას პარტიები ერთიანდებიან. შესაბამისად, არჩევნებში მონაწილეობას ერთი საარჩევნო ნომრით მიიღებენ.

მათი საარჩევნო ნომერი “4” იქნება.

როგორც ნიკა გვარამიამ აღნიშნა, იციან, როგორ უნდა დაძლიონ სირთულეები და უპასუხონ გამოწვევებს.

„ჩვენი პარტია არის „ახალი“. ჩვენ ვართ ერთად და ვიბრძვით საქართველოში ახალი გზებით ცვლილებისთვის. ჩვენ შევცვლით, იმიტომ, რომ ჩვენ ვიცით ბრძოლა, ჩვენ ვიცით, რა ფასი აქვს მოუსყიდაობას, ვიცით, რა ფასი აქვს სამშობლოს მსახურებას, ჩვენ ვიცით, როგორ დავძლიოთ სირთულეები და როგორ ვუპასუხოთ გამოწვევებს. ჩვენ ეს ვიცით, ჩვენ შევცვლით, მაგრამ ჩვენ ასევე ვიცით, როგორ ვმართოთ და ჩვენ გავაგრძელებთ ამ ქვეყნის ისტორიას წარმატებული ხელისუფლებით, წარმატებული ნაბიჯებით და ევროინტეგრაციით. ეს არის ჩვენი გადაწყვეტილება, ეს არის ჩვენი ამოცანა, ეს არის ჩვენი მიზანი და ჩვენ ამ მიზანს თქვენთან ერთად აუცილებლად მივაღწევთ“, – განაცხადა ნიკა გვარამიამ.