“ნიკა გვარამია „ნაცმოძრაობასთან“ ასოცირდება კი არა, „ნაცია” – იაგო ხვიჩია

39
spot_img

ნიკა გვარამია „ნაცმოძრაობასთან“ ასოცირდება კი არა, „ნაცია“, – ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა.

მისი თქმით, გვარამიას საკუთარ „ნაცობასთან“ დაკავშირებით ყოყმანი აზიანებს.

„ციხიდან როცა ახალგამოსული ხარ და უცებ წარსულზე უარს აცხადებ, „ნაცი“ არ ვარო და „ნაცებს“ მთავარ საინფორმაციო საშუალებას ართმევ, რომ არ მიმაჩნდეს, რომ ის ხმებისა და ფულის მისაღებად ვაჭრობის პროცესშია კეზერასთან და სააკაშვილთან, ჩათვალეთ, რომ „ქოცებმა“ გადაიბირეს. ასეთი პოლიტიკა მას აზიანებს. როცა ვაჭრობს, ეს ჩემთვის გასაგებია. შეიძლება, სინანულის ნაწილი იყოს, მაგრამ ნიკა გვარამიას განცხადება, არ ვიცი, რატომ კეთდება, არ ვიცი, მის თავში რა ტრიალებს“, – განაცხადა ხვიჩიამ.