“ნეთანიაჰუსა და ჰიტლერის ქმედებებს შორის აშკარა პარალელი არსებობს” – ერდოღანი

40
spot_img

ბენიამინ ნეთანიაჰუსა და ადოლფ ჰიტლერის ქმედებებს შორის არავითარი განსხვავება არ არსებობს. შესაბამისი განცხადება თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა გააკეთა.

„ღაზაში ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ნეთანიაჰუს ქმედებებსა და ჰიტლერის ქმედებებს შორის აშკარა პარალელი არსებობს“, – განაცხადა ერდოღანმა.

საჯარო გამოსვლისას თურქეთის პრეზიდენტმა გაეროს უშიშროების საბჭო და ევროკავშირი გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ ისინი ჩუმად რჩებიან მაშინ, როცა ისრაელის სისასტიკის შეჩერებაა საჭირო.

„ჰამასის“ 7 ოქტომბრის თავდასხმის შემდეგ ისრაელსა და თურქეთს შორის ურთიერთობები გაუარესდა. მას შემდეგ, რაც რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ისრაელი ომის დანაშაულების ჩადენაში დაადანაშაულა, ისრაელმა თურქეთიდან დიპლომატები გაიწვია.