ნეთანიაჰუს მხარს აღარ დავუჭერ – ისრაელის ეკონომიკის მინისტრი

15
spot_img

ნეთანიაჰუს მხარს აღარ დავუჭერ, – ამის შესახებ ისრაელის ეკონომიკის მინისტრმა, ნირ ბარკატიმ განაცხადა.

„მე ნეთანიაჰუს მხარს აღარ დავუჭერ. ომის შემდეგ ხალხს თავიდან უნდა მივმართოთ და მათი ნდობა მოვიპოვოთ. „ლიკუდის“ პარტიას ცვლილებები სჭირდება“, – განაცხადა ბარკატიმ.

ბარკატიმ აღნიშნა, რომ საომარი ხარჯებისთვის დამტკიცებული ბიუჯეტი ქვეყანას ეკონომიკურ კრიზისამდე მიიყვანს.

„არ ვაპირებ ისეთ მაღალჩინოსნებთან ვითანამშრომლო, რომლებსაც ფარული მიზნები აქვთ. საიდუმლო არ არის, რომ მე ბიუჯეტის საკითხის შესახებ პროფესიული კრიტიკა მაქვს, რომელიც ვფიქრობ, მოგვარდება“, – აღნიშნა ისრაელის ეკონომიკის მინისტრმა.