“ნავალნის სიკვდილზე პასუხისმგებლობა პუტინს ეკისრება – რატომ არ შეუძლია ტრამპს ამის თქმა?” – ბაიდენი

21
spot_img

ნავალნის სიკვდილზე პასუხისმგებლობა პუტინს ეკისრება. რატომ არ შეუძლია ტრამპს ამის თქმა? – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა.

მისი თქმით, ყოფილი პრეზიდენტი, ტრამპი და სხვა “რესპუბლიკელები” უარს ამბობენ, რომ ნავალნის სიკვდილზე პასუხისმგებლობა პუტინს დააკისრონ.

„ამის სანაცვლოდ, ტრამპმა თქვა, რომ ნავალნის სიკვდილით გააცნობიერა, თუ რამდენად ცუდია ამერიკა“, – განაცხადა ჯო ბაიდენმა.

ჯო ბაიდენი დონალდ ტრამპის განცხადებას გამოეხმაურა, სადაც ყოფილმა პრეზიდენტმა განაცხადა, რომ აშშ დაცემას განიცდის.

„რატომ ადანაშაულებს ტრამპი ყოველთვის ამერიკას? ნავალნის სიკვდილზე პასუხისმგებლობა პუტინს ეკისრება. რატომ არ შეუძლია ტრამპს ამის თქმა?“ – აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.