ნავალნის გუნდმა მისი სიკვდილის შესახებ ინფორმაციაზე €100 000-იანი ჯილდო დააწესა

29
spot_img

ალექსეი ნავალნის თანამებრძოლებმა პოლიტიკოსის სიკვდილის შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად ფულადი ჯილდო დააწესეს. ინფორმაციას გარდაცვლილი ოპოზიციონერის თანაპარტიელი ივან ჟდანოვი ავრცელებს და ამბობს, რომ ჯილდო 100 000 ევროა.

შეგახსენებთ, რუსი ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი 47 წლის ასაკში16 თებერვალს, ციმბირის ციხეში დაიღუპა. მისი სიკვდილის მიზეზად რუსულმა პროპაგანდისტულმა მედიამ თრომბი დაასახელა. თუმცა, მსოფლიო ლიდერები ოპოზიციონერის გარდაცვალებაზე პასუხისმგებლობას კრემლს და პირადად პუტინს აკისრებენ.