„ნაცმოძრაობას“ ყოველთვის არაადამიანობა ახასიათებდა, მათ შორის ყველა წევრს, რომელიც აქ იყო გაერთიანებული და სულ მიმაჩნდა, რომ დარჩიაშვილს ყველაზე ნაკლებად ახასიათებდა ეს არაადამიანური და სადისტური დამოკიდებულება ადამიანის მიმართ ასეთი შეფასებების გაკეთება, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.
ვოლსკის თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის გარდა, ადამიანის წამებით მოკვდინებას მხარს არავინ დაუჭერს.
„აბსოლუტურად უაპელაციოდ და უსაფუძვლოდ ადამიანის ასე მოკვდინება წამება და დახვრეტა, ამას თუ ოდესმე ვინმე დაუჭერდა მხარს, ერთადერთი ნიშანი შეიძლება, ამას ჰქონოდა, რომ ის „ნაცმოძრაობის“ წარმომადგენელია. სხვა ადამიანი რა პოლიტიკურ ძალასაც არ უნდა ეკუთვნოდეს, ამას არანაირად არ იკადრებას. ეს მხოლოდ უზნეობა არ არის, ეს არის შინაარსი, რომლითაც ამ პოლიტიკურმა პარტიამ იცხოვრა და კონკრეტულმა ადამიანებმა, ვინც აქ არის გაერთიანებული. ყველაზე ვერ ვიტყვი, ვერც დარჩიაშვილზე წარმომედგინა, მეგონა, რომ ის რაღაც ასე თუ ისე ინტელექტუალურ ნაწილს წარმოადგენდა ამ მავნე პოლიტიკური ორგანიზაციის, თურმე ვცდებოდი“, – განაცხადა ვოლსკიმ.