„ნაცმოძრაობა“ და „ენჯეოები“ დარბიან ბრიუსელსა და ვაშინგტონში და ცდილობენ მონიშნონ საქართველო, როგორც სანქციების ცეცხლის სამიზნე – შალვა პაპუაშვილი

16
spot_img

„ენჯეოებისა“ და „ნაცმოძრაობის“ სიმბიოზი უკვე ორი წელია საბოტაჟს ცდილობს. იგივე ხდებოდა პანდემიის დროსაც. რაც რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ ომი დაიწყო, ვხედავთ საბოტაჟს საბოტაჟზე, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა მედიასთან განაცხადა.

მისი თქმით, ისინი ცდილობენ, რომ საქართველო გახდეს სანქციების სამიზნე.

„ორჯონიკიძეობა სხვა რამე კი არ არის, როდესაც შენი ქვეყნის წინააღმდეგს სხვა ქვეყნებს აქეზებ. ერთადერთი ამოცანა რაც მათ ჰქონდათ იყო ის, რომ მოენიშნათ საქართველო როგორც სამიზნე, რომ სანქციების ცეცხლი გამოეწვიათ. ამას აკეთებენ ახლაც, დარბიან ბრიუსელსა და ვაშინგტონში და ნიშნავენ საქართველოს, როგორც სამიზნედ სანქციების ცეცხლისა. ეს არის ზუსტად ორჯონიკიძეობა, როდესაც საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ იბრძვი, რანაირად უყურებენ თვალებში საკუთარ ხალხს? წელიწადნახევარი დაგვჭირდა, რომ ენჯეოების მიერ ატეხილი კამპანია ჩაგვეხშო, რომელიც სანქციების გვერდის ავლას ეხებოდა“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.