„ნაციონალური მოძრაობის“ დამფინანსებლებმა გაიგეს, რომ ეს დაზიანებული პარტიაა” – არჩილ თალაკვაძე

26
spot_img

„ნაციონალური მოძრაობის“ დამფინანსებლებმა, პატრონებმა, როგორც იქნა გაიგეს ის, რაც ჩვენმა საზოგადოებამ უკვე დიდი ხნის წინ გაიგო, რომ ეს არის დაზიანებული პოლიტიკური პარტია იმ ადამიანებით, რომლებსაც აქვთ უმძიმესი პოლიტიკური ბიოგრაფია, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილეm არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

„მათ წააგეს უკვე ცხრა არჩევნები და ახლა ხვდებიან, რომ მომდევნო საპარლამენტო არჩევნებში აქვთ ნულოვანი შანსები, რომ სცადონ ხელისუფლებაში დაბრუნება. არათუ ხელისუფლებაში, ისინი კარგავენ უკვე მთავარი ოპოზიციის ადგილსაც, ამიტომ, დაწყებულია პროცესი, როდესაც დარჩენილი პოლიტიკური კაპიტალის გადაქაჩვა მიმდინარეობს ახალ პოლიტიკურ ბანაკში, რომლის კონტურები, პრინციპში, ცნობილია საზოგადოებისთვის. მე დარწმუნებული ვარ, ჩვენ გვექნება ხალხის მხარდაჭერა და „ქართული ოცნება“ მომავალზეც აიღებს პასუხისმგებლობას საპარლამენტო არჩევნებში. ამასთან, ჩვენ გვჭირდება საქმიანი, შედეგზე ორიენტირებული ოპოზიცია. ეს არის მომენტი იმ ოპოზიციური ჯგუფებისთვის, პარტიებისთვის, რომლებსაც მართლა აინტერესებთ ქვეყნის მომავალი, საქართველოს ევროპული ინტეგრაცია, აინტერესებთ პოლიტიკა, რომელსაც შედეგი მოაქვთ ხალხისთვის, რომ დაიკავონ ის სივრცე, რომელიც დღემდე „ნაციონალურ მოძრაობას“ და მათ სატელიტ პარტიებს უჭირავთ. ასე რომ, ჩვენს საზოგადოებას ვერავინ მოატყუებს, რაც არ უნდა ერთი პარტიიდან მეორეში გადალაგდეს პროცესი“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.