„ნაციონალური მოძრაობა“ კახეთის ორგანიზაციის წევრებმაც დატოვეს

52
spot_img

„ნაციონალურ მოძრაობას“ კახეთშიც ტოვებენ. რეგიონის რამდენიმე მუნიციპალიტეტის 15 წევრმა, რომელთა ნაწილი საკრებულოს დეპუტატია, დღეს საჯარო განცხადებები პარტიიდან წასვლის შესახებ სოციალური ქსელით გაავრცელეს.

ცნობილია, რომ ისინი მანდატების დათმობას არ აპირებენ და საკრებულოში საქმიანობის გაგრძელებას დამოუკიდებელი დეპუტატის სტატუსით გეგმავენ.

რადიკალური ოპოზიციის უკვე ყოფილი წევრები და დეპუტატები პარტიის მოქმედ მენეჯმენტს და თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილს აკრიტიკებენ. მათი თქმით, მიუღებელია კეზერაშვილ-მერაბიშვილის მმართველობა და განსხვავებული აზრის გამო, ცილისმწამებლური კამპანია, რომელიც მათ მიმართ დიდი ხანია მიმდინარეობს.