„ნაციონალური მოძრაობა“ ბოლშევიკებად და მენშევიკებად დაიყო” – ირაკლი კობახიძე

29
spot_img

პარტია „ნაციონალური მოძრაობა“ ბოლშევიკებად და მენშევიკებად დაიყო. ბოლშევიკების ფორმალური თავმჯდომარე არის ხაბეიშვილი, მენშევიკების ლიდერი არის მელია,-ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი შეფასებით, 2024 წლის არჩევნებში ოპოზიციის ტოტალური მარცხი გარდაუვალია.

„პროცესი ტოტალური საარჩევნო მარცხით დასრულდება. მეცხრედ წააგებენ არჩევნებს ამ ქვეყანაში. რაც შეეხება იმ ვითარებას, რომელიც დღეს „ნაცმოძრაობაში“ არის, ეს პარტია ბოლშევიკებად და მენშევიკებად დაიყო. ბოლშევიკების ფორმალური თავმჯდომარე არის ხაბეიშვილი, მენშევიკების ლიდერი არის მელია. ეს პროცესები გაგრძელდება, რაც ძალიან კარგია. ამის დასასრული რა იქნება საბოლოოდ – ალბათ, არჩევნების წინ მაინც მოახერხებენ ერთმანეთისგან გაყრას, თუ ვერ მოახერხებენ, ეს კიდევ უკეთესი. მთავარია, რომ ისინი მეცხრედ წააგებენ არჩევნებს ამ ქვეყანაში“, – განაცხადა კობახიძემ.

მისი განმარტებით, „ნაცმოძრაობისთვის“ პარტიის დაკომპლექტებისთვის არც პოლიტიკოსების ინტელექტი არ არის საინტერესო და არც სინდისი.

„ბეჟაშვილს და ცისკარიშვილს სადღაც რომ სიტყვა ეთქმით, იქ რა უბედურება ხდება, თავად შეგიძლიათ იმსჯელოთ. არც ინტელექტი არ არის საინტერესო ამ პოლიტიკური პარტიისთვის, არც სინდისი, არც არაფერი. ამიტომ არის ეს პოლიტიკური პარტია მძიმე მდგომარეობაში, რაც ლოგიკურია. როგორიც არის პარტია, ისეთივე არიან სახეები და როგორიც არიან სახეები, ისეთივე არის პარტია. როგორი სინდისისგან და ინტელექტისგან არის დაცლილი მთლიანობაში „ნაციონალური მოძრაობა“, ისეთი სახეები ჰყავს მას. ამის ყველაზე ნათელი განსახიერება არის ლევან ხაბეიშვილი, თავად კეზერაშვილი, ანუ, ინტელექტისა და სინდისისგან დაცლილი ადამიანები, ამის გაგრძელებაა ბეჟაშვილი, ცისკარიშვილი, მელია და მთელი „ნაცმოძრაობა“, დაწყებული კეზერაშვილ-სააკაშვილით. ეს არის რეალურად, „ნაცმოძრაობის“ დღევანდელი სახე. ნული ინტელექტი, ნული სინდისი“,- განაცხადა კობახიძემ.

რაც შეხება ოპოზიციური პარტიების გაერთიანებებს, ირაკლი კობახიძე განმარტავს, რომ მათ არავითარი პერსპექტივა არ აქვთ.

„მთლიანობაში ოპოზიცია ძალიან სუსტად არის წარმოდგენილი. მთელი კამპანია ჰქონდათ წელიწად ნახევრის განმავლობაში იმაზე აგებული, რომ საქართველოს კანდიდატის სტატუსი არ უნდა მიეღო, კანდიდატის სტატუსსაც ვიღებთ, ყველაფერი თავზე დაემხოთ. ასეთ პირობებში, არც პარტია „ნაცმოძრაობას“, არ „ლელოს“, არც გახარიას, არც სალომე ზურაბიშვილს, , ლომჯარიას და სხვას წარმატების არავითარი პერსპექტივა არ აქვს. ერთადერთი შეიძლება პარტია „ნაცმოძრაობამ“ 5%-იანი ბარიერი გადალახოს“, – განაცხადა კობახიძემ.