“ნატოელი მოკავშირეები აღფრთოვანებულები არიან იმ ხედვით, რომელიც ირაკლი კობახიძეს აქვს” – ირაკლი ბერაია

22
spot_img

ჩვენს პარტნიორებს ვესაუბრებით საქართველოს ნატოში გაწევრების, ბუქარესტის 2008 წლის სამიტის გადაწყვეტილების აღსრულების მნიშვნელობაზე, ჩვენი ქვეყნის მიმართ პრაქტიკული მხარდაჭერის გაძლიერებაზე, ისევე, როგორც ალიანსისა და მისი მოკავშირეების უმაღლეს პოლიტიკურ და უსაფრთხოების დღის წესრიგში, საქართველოს დეოკუპაციისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხების პრიორიტეტულობის შენარჩუნებაზე, – ამის შესახებ პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ბერაიამ „ქრონიკასთან“ ბრიუსელში განაცხადა.

„ჩვენი პარტნიორები ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ საქართველოს ადგილი ნატოშია და ისინი გააგრძელებენ ჩვენი ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესის მხარდაჭერას. ნატოელი მოკავშირეები არიან აღფრთოვანებულები და შთაბეჭდილების ქვეშ იმ ხედვით, რომელიც პრემიერ-მინისტრ კობახიძეს აქვს ქვეყნის უსაფრთხოებასთან, განვითარებასთან, ევროატლანტიკურ ინტეგრაციასთან და ზოგადად, საქართველოს მომავალთან დაკავშირებით“, – აღნიშნა ბერაიამ.