“ნათელია, რომ დონალდ ტრამპი „რესპუბლიკელების“ საპრეზიდენტო კანდიდატი იქნება” – ჯო ბაიდენი

47
spot_img

აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი ნიუ-ჰემფშირის შტატში გამართულ პრაიმერიზში დონალდ ტრამპის გამარჯვებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ „ახლა ნათელია, რომ დონალდ ტრამპი „რესპუბლიკელების“ საპრეზიდენტო კანდიდატი იქნება“. ინფორმაციას ამის შესახებ ფრანგული გამოცემა Le Point-ი ავრცელებს.

“ჩემი გზავნილი ქვეყნისთვის შემდეგია: ის, რაც სასწორზე დევს, უმნიშვნელოვანესია. სასწორზე დევს ჩვენი დემოკრატია, ჩვენი ინდივიდუალური თავისუფლებები, ჩვენი ეკონომიკა. ყველაფერი სასწორზეა”, – აღნიშნა ჯო ბაიდენმა.

მანამდე ჯო ბაიდენის საარჩევნო შტაბში განაცხადეს, რომ დონალდ ტრამპი შურისძიების კამპანიას აწარმოებს, რაც საფრთხეს უქმნის ამერიკულ დემოკრატიას.