მზიურის პარკთან მდებარე ერთ-ერთ იურიდიულ ფირმაში კაცი დაჭრეს

146
spot_img

მზიურის პარკთან მდებარე ერთ-ერთ იურიდიულ ფირმაში რამდენიმე საათის წინ სროლა იყო.

არსებული ინფორმაციით, სროლის შედეგად ერთი ადამიანი დაიჭრა. დაშავებული სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა.

წინასწარი ცნობით, დაპირისპირებული მხარეები სამშენებლო სექტორში პარტნიორები არიან და მათ საქმიანობიდან გამომდინარე ერთმანეთში კონფლიქტი ჰქონდათ.

„კონფლიქტი მოხდა რამდენიმე წამში, არც მახსოვს დეტალები. საერთო საქმიანობა აქვთ. საქმე უკავშირდება ერთი შენობის მშენებლობას. ერთი არის მესაკუთრე, მეორე არის მშენებელი“, – აცხადებს ერთ-ერთის ადვოკატი