მზად უნდა ვიყოთ რუსეთთან შესაძლო კონფლიქტისთვის -ნორვეგიის თავდაცვის მინისტრი

25
spot_img

ნორვეგიის თავდაცვის მინისტრმა, ბიორნ არილდ გრამმა განაცხადა, რომ ქვეყანა მზად უნდა იყოს შესაძლო კონფლიქტისთვის უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის სრულმასშტაბური ომის დასრულების შემდეგაც კი.

ნორვეგიის თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსეთში განადგურდა დემოკრატია და “არაფერი მიუთითებს იმაზე, რომ რუსეთი ჩვენნაირი გახდება”.

“იმ მცირე რაოდენობის რუსებს, ვინც პროტესტის გამოხატვას ცდილობს, გისოსებს მიღმა ან ომში აგზავნიან. იქ მათ საზარბაზნე ხორცად იყენებენ. იქ არ არის ოპოზიცია, არ არის მედიის თავისუფლება, არ არსებობს სამოქალაქო საზოგადოება, რომელსაც მიეცემა უფლება როგორმე მაინც დაუპირისპირდეს რეჟიმს, რომელიც სულ უფრო და უფრო ავტორიტარული ხდება”, – აღნიშნა ბიორნ არილდ გრამმა.

გრამმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ასეთი რუსეთი “დიდხანს იქნება”, ამიტომ უკრაინის წინააღმდეგ ომის დასრულების შემდეგაც საფრთხე დარჩება.

“მზად უნდა ვიყოთ, რომ რუსეთმა შეიძლება გადახედოს თავის გეგმებს, თუ სად განათავსებს თავის ძალებს ფინეთისა და შვედეთის ნატოში გაწევრიანების საპასუხოდ”, – დასძინა მან.