ლიანა ისაკაძის სახელობის საერთაშორისო ფესტივალის „ღამის სერენადების“ ფარგლებში 18 სექტემბერს კონსერვატორიის მცირე დარბაზში ჩეხური მუსიკის საღამო გაიმართა.
პიანისტმა და კომპოზიტორმა გიორგი შავერზაშვილმა მევიოლინე გიორგი ხაინდრავასთან ერთად ბედრჟის სმეტანას, ანტონინ დვორჟაკისა და ლეო იანაჩეკის მუსიკა შეასრულა. კონცერტში მონაწილეობა მიიღეს მოწვეულმა სტუმრებმაც.
გიორგი ისაკაძე, „ღამის სერენადების“ სამხატვრო ხელმძღვანელი:
„ძალზედ ატმოსფერული საღამო იყო. შესრულდა შესანიშნავი, ემოციური, სენტიმენტალური დვორჟაკის სმეტანას ნაწარმოებები. გიორგი შავერზაშვილმა და გიორგი ხაინდრავამ საოცრად შეასრულეს პროგრამა. ესეთი საღამოები ხელს უწყობს ქვეყნებს შორის ურთიერთობებს. მადლობა მინდა გადავუხადო ჩეხეთის საელჩოსა და პირადად ელჩს თანამშრომლობისთვის და ფესტივალის მხარდაჭერისათვის. ჩვენ კი ველოდებით მსმენელს დასკვნით კონცერტზე კონსერვატორიაში 20 სექტემბერს“.
ნინა ცაგარელი, „ღამის სერენადების“ დირექტორი:
„ლიანა ისაკაძის სახელობის ფესტივალის “ღამის სერენადების” ფარგლებში ჩატარდა უკვე 6 კონცერტი – ბორჯომში ბათუმში და თბილისში. 20 სექტემბერს დასკვნითი კონცერტი გველოდება. ვსარგებლობ შემთხვევით და მადლობას ვუხდი საქართველოს კულტურის და სპორტის სამინისტროს, აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, ქალაქ თბილისის მერიას, ქალაქ ბათუმის მერიას, ქალაქ ბორჯომის მერიას, იტალიის საელჩოს საქართველოში, ბრაზილიის საელჩოს საქართველოში, ჩეხეთის საელჩოს საქართველოში, ეროვნულ სიმფონიურ ორკესტრს, სასტუმროს ჰილტონ გარდენ ინნ თბილისი, სასტუმროს ბორჯომი ლიკანი.“