მთიან ყარაბაღში დაღუპულთა რიცხვმა 100-ს გადააჭარბა – ე.წ.საგანგებო სიტუაციების სამსახური

201
spot_img

მთიანი ყარაბაღის ე.წ. საგანგებო სიტუაციების სამსახურში აცხადებენ, რომ მთელი ტერიტორიის მასშტაბით 21 სექტემბრიდან დაღუპული და დაკარგული სამხედრო მოსამსახურეებისა და მშვიდობიანი მოსახლეობის სამძებრო-სამაშველო სამუშაოები გრძელდება.

მათი ინფორმაციით, 22 სექტემბერს შუშას რაიონის გაბალიშენის ტერიტორიიდან ერთი დაჭრილი სამხედრო იქნა ევაკუირებული, ხოლო ჩარეკარადან – ორი დაღუპულის ცხედარი.

23 სექტემბერს 68 დაღუპულის ცხედარი იქნა გამოყვანილი, მათგან 4 მშვიდობიანი მოქალაქეა​ ასკერანის რაიონის სოფელ სარნაღბიურიდან, მათგან ორი ბავშვი და ორი მოხუცი ცოლ-ქმარია.

იმავე დღეს, სოფელ ნახიჩევანიკსა და სარუშენში ორი დაჭრილი მოქალაქე იპოვეს, მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

24 სექტემბერს სხვადასხვა მიმართულებით 34 დაღუპულია ნაპოვნი, ხოლო ასკერანის რაიონის სოფელ შოშში – 3 დაჭრილი სამოქალაქო პირი.

სამძებრო სამუშაოები გრძელდება.

ე.წ. უწყების ინფორმაციით, 25 სექტემბრის მდგომარეობით, 19 სექტემბერს ბაქოს მიერ დაწყებული ანტიტერორსტული ოპერაციის შედეგად 104 ადამიანია დაღუპული.