მთავრობის განკარგულებით, 7 780 000 ლარი სტიქიის სარეზერვო ფონდიდან იმერეთს გამოეყო

45
spot_img

მთავრობის განკარგულებით, 7 780 000 ლარი სტიქიის სარეზერვო ფონდიდან იმერეთს გამოეყო.

აღნიშნული თანხით სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალი ანაზღაურდება, რომელიც იმერეთის თერთმეტ მუნიციპალიტეტს 6-7 თებერვალს მომხდარი სტიქიური მოვლენების შედეგად მიადგა.

დაზიანებული ინფრასტრუქტურის სალიკვიდაციო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს, მათ შორისაა დაზარალებული მოქალაქეების საცხოვრებელი სახლების გადახურვა.