
მთავრობის განკარგულებით, 7 780 000 ლარი სტიქიის სარეზერვო ფონდიდან იმერეთს გამოეყო.
აღნიშნული თანხით სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალი ანაზღაურდება, რომელიც იმერეთის თერთმეტ მუნიციპალიტეტს 6-7 თებერვალს მომხდარი სტიქიური მოვლენების შედეგად მიადგა.
დაზიანებული ინფრასტრუქტურის სალიკვიდაციო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს, მათ შორისაა დაზარალებული მოქალაქეების საცხოვრებელი სახლების გადახურვა.