“მსურს, მივულოცო პუტინს დამაჯერებელი „გამარჯვება“ არჩევნებში, არანაირი ოპოზიცია, არანაირი თავისუფლება, არანაირი არჩევანი”

356
spot_img

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი ვლადიმერ პუტინს რუსეთში მიმდინარე საპრეზიდენტო არჩევნებში „გამარჯვებას“ ულოცავს.

„მსურს, მივულოცო ვლადიმერ პუტინს დამაჯერებელი გამარჯვება დღეს დაწყებულ არჩევნებში. არანაირი ოპოზიცია, არანაირი თავისუფლება, არანაირი არჩევანი“, – წერს შარლ მიშელი სოციალურ ქსელში.

რუსეთში საპრეზიდენტო არჩევნებში ხმის მიცემის პროცესი დღეს დაიწყო და სამ დღეს გაგრძელდება.