ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი ვლადიმერ პუტინს რუსეთში მიმდინარე საპრეზიდენტო არჩევნებში „გამარჯვებას“ ულოცავს.
„მსურს, მივულოცო ვლადიმერ პუტინს დამაჯერებელი გამარჯვება დღეს დაწყებულ არჩევნებში. არანაირი ოპოზიცია, არანაირი თავისუფლება, არანაირი არჩევანი“, – წერს შარლ მიშელი სოციალურ ქსელში.
რუსეთში საპრეზიდენტო არჩევნებში ხმის მიცემის პროცესი დღეს დაიწყო და სამ დღეს გაგრძელდება.