![gettyimages-1239264332](https://geotimes.ge/wp-content/uploads/2024/03/gettyimages-1239264332-1068x601.jpg)
მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში ირლანდიური დღესასწაული წმინდა პატრიკის დღე აღნიშნეს. ზურმუხტის კუნძულის მფარველის დღისადმი მიძღვნილი აღლუმი ნიუ-იორკში, მეხუთე ავენიუზე მოეწყო. მასში მწვანე სამოსში გამოწყობილმა ასობით ადამიანმა, მეტწილად ირლანდიელებმა მიიღეს მონაწილეობა.
წმინდა პატრიკის დღე იზეიმეს ჩიკაგოშიც, იქ დღესასწაულთან დაკავშირებით მდინარეც კი მწვანედ გააფერადეს.