,, მსოფლიოს მართავს ძალა, რომელიც არის შინაგანად ანონიმური, რომელსაც არ აქვს სახელი”- შათირიშვილი

183
spot_img

ადამიანი არის ბუნების პროდუქტი თუ შეიძლება გარდაიქმნას რადიკალურად? აი ამ არჩევანის წინაშე ვართ, – ამის შესახებ ფილოსოფოსმა ზაზა შათირიშვილმა ღირებულებათა გლობალურ დაპირისპირებაზე „იმედის კვირასთან“ საუბრისას განაცხადა. მას მიაჩნია, რომ ეს არის ბრძოლა ტოტალურ ლიბერალიზმსა და საღ აზრს შორის.

„დღეს მსოფლიოს მართავს ძალა, რომელიც არის შინაგანად ანონიმური, რომელსაც არ აქვს სახელი. რასაც შეუძლია ამასთან დაპირისპირება, ეს არის ქრისტიანობა. სწორედ ქრისტიანობა არის ის ძალა, რომელიც ლაპარაკობს პიროვნებაზე, პიროვნულ მსხვერპლთშეწირვაზე და პიროვნულ ძალისხმევაზე.

რეალურად ლგბტ პროპაგანდა სხვა არაფერია, თუ არა აისბერგის ზედაპირი. მთავარი მომენტი არის სულ სხვა რამ – შეგვიძლია თუ არა შევქმნათ ახალი სიცოცხლე, ახალი რეალობა, ახალი ადამიანი ბიოლოგიურად? აი ეს არის რეალური შეკითხვა. რეალურად, მეცნიერებიდან გამომდინარეც კი ჩვენ ყველაფერი არ შეგვიძლია. მეცნიერებას აქვს თავის საზღვრები“, – მიიჩნევს შათირიშვილი.