მსოფლიო ბანკის შეფასებით, საქართველოს ეკონომიკა წელს ოთხი პროცენტით გაიზრდება

207
spot_img

მსოფლიო ბანკმა გლობალური ეკონომიკის პერსპექტივების მორიგი ანგარიში გამოაქვეყნა.

2023 წელს საქართველოს რეალური ეკონომიკის ზრდის ტემპი გაზრდილია 0,4 პროცენტული პუნქტით. ბანკის მიერ გამოკვლეულ ქვეყნებს შორის საქართველოს წამყვანი პოზიცია უკავია ევროპის მასშტაბით ეკონომიკური ზრდით, როგორც 2023 წელს, ისე 2023-2025 წლების პროგნოზით.

მსოფლიო ბანკის შეფასებით, საქართველოს ეკონომიკა წელს გაიზრდება 4,4%-ით, ხოლო მომდევნო ორ წელიწადში სტაბილურად 5%-იან ზრდას აჩვენებს.

„მსოფლიო ბანკის შეფასებით საქართველოს ეკონომიკა წელს 4,4%-ით გაიზრდება, ხოლო მომავალ წელსა და 2025 წელს ეს ზრდა იქნება 5%-ის დონეზე. საქართველო ამ თვალსაზრისით გამორჩეულია. მშვიდობაზე დაფუძნებული, კერძო სექტორის მხარდაჭერაზე დაფუძნებული ეკონომიკური პოლიტიკა ქვეყანას სწორი მიმართულებით განვითარების საშუალებას აძლევს და, დარწმუნებული ვარ, უფრო მაღალი ეკონომიკური ზრდის ტემპები დაფიქსირდება“, – აღნიშნა ფინანსთა მინისტრის მოადგილემ მიხეილ დონდუამ.