მოტივაცია რაც არ უნდა ყოფილიყო, პრემიერ-მინისტრის შეცვლა სწორი იყო და განსაკუთრებით სწორი იყო, ყველაზე ცუდი მინისტრის – თავდაცვის მინისტრის შეცვლა-იაგო ხვიჩია

44
spot_img

ბიძინა ივანიშვილის თავში რა არის და ეს ცვლილება რამ განაპირობა, ამაზე წინასწარმეტყველება არ შემიძლია, მაგრამ მოტივაცია რაც არ უნდა ყოფილიყო, პრემიერ-მინისტრის შეცვლა სწორი იყო და განსაკუთრებით სწორი იყო, ყველაზე ცუდი მინისტრის – თავდაცვის მინისტრის შეცვლა, – ამის შესახებ „გირჩის“ ლიდერმა იაგო ხვიჩიამ განაცხადა.

როგორც ის განმარტავს, ირაკლი კობახიძეს მხარი რომ დაუჭიროს, მაშინ, ის „უმრავლესობის წევრი უნდა იყოს“.

„სამთავრობო გეგმები ძალიან მაინტერესებს-მეთქი, რომ გითხრათ, მართალი არ იქნება, რადგან „ქართულ ოცნებას“ 10 წელზე მეტია ვიცნობ და მათ სულ ერთნაირი გეგმა აქვთ. ქვეყანა თავისით, სადღაც მიდის რაღაცნაირად და სინამდვილეში, მოსახლეობამ არ ვიცით ჩვენი ღირებულებები ამ მთავრობის აზრით რა არის, საით მივდივართ გარდა იმისა, რომ ამ ახალ პროგრამებში ჩინური ხაზია ე.წ. გაძლიერებული. ჩემი აზრით, აქ განსაკუთრებული არაფერი არ ხდება, ყველასთვის მოსალოდნელი იყო, რომ საქართველოში პრემიერ-მინისტრის ცვლილებას რამე განსაკუთრებული მნიშვნელობა არ გამოეწვია იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენ ვიცით, რომ დიდი ხანია საქართველოში ბოლო რეალური პრემიერი ბიძინა ივანიშვილი იყო. საერთოდ, ზოგადად, წინა მთავრობის დროსაც, ერთადერთი, რეალური პრემიერი გვყავდა ზურაბ ჟვანია. საქართველოში ეს თანამდებობა, როგორც წესი, ბუტაფორიაა და არაფერს არ ნიშნავს პრემიერების ცვლილება, სამწუხაროდ, ამას არ გააჩნია არათუ გარდამტეხი მნიშვნელობა ქვეყნისთვის, არამედ ერთკვირიანი მნიშვნელობაც კი მედიისთვის. ბიძინა ივანიშვილის თავში რა არის და ეს ცვლილება რამ განაპირობა, ამაზე წინასწარმეტყველება არ შემიძლია, მაგრამ მოტივაცია რაც არ უნდა ყოფილიყო, პრემიერ-მინისტრის შეცვლა სწორი იყო და განსაკუთრებით სწორი იყო, ყველაზე ცუდი მინისტრის – თავდაცვის მინისტრის შეცვლა.

ჩვენ კითხვები საერთოდ არ გვაქვს, ყველაფერი გასაგებია, ჩვენ ერთადერთი ამოცანა გვაქვს, რომ ქართველ ხალხს ავუხსნათ, რომ ისინი არ იმსახურებენ ასე უნიშნავდნენ და უხსნიდნენ პრემიერ-მინისტრებს, რომ არავინ არ იყოს აზრზე, ეს რატომ მოხდა. მხარდაჭერას რაც შეეხება, მხარი რომ დავუჭირო კობახიძეს, უმრავლესობის წევრი უნდა ვიყო და გავხდები, როგორც კი მხარს დავუჭერ, შესაბამისად, მგონი, არავისთვის საფუძველი არ მიმიცია უმრავლესობაში გადავდივარ თუ არა, ამ კითხვას, სერიოზულად ვუპასუხო“, – განაცხადა ხვიჩიამ.