მოტევების კვირა რა უნდა ვიცოდეთ ამ დღის შესახებ – ლოცვა შენდობის დღეს წასაკითხი

1270
spot_img

შენდობის ჟამს, მე უპირველეს ყოვლისა, მუხლს ვიყრი თქვენს წინაშე, მთელი საქართველოსა და ყოველთა ქართველთა წინაშე და – გთხოვთ აღავლინოთ ლოცვები ჩემთვის და შემინდოთ ყოველი ცოდვა ჩემი“, – სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II. ყველიერის შვიდეულის ბოლო კვირა დღე ერთადერთია მთელი წლის განმავლობაში, რომელსაც განსაკუთრებული სინანულითა და სულიერი განწმენდის სურვილით ხვდება თითოეული ქრისტიანი. წელს შენდობის დღე 26 თებერვალს აღინიშნება. „ეს არის ზეიმი ცისა და ქვეყანისა, რადგან თუნდაც ერთი მონანული ადამიანის გამოც დიდი სიხარულია ცათა შინა.“ საეკლესიო სწავლებით, მართლმადიდებელი ქრისტიანები ამ დღეს ერთმანეთს შენდობასა და მიტევებას სთხოვენ. შენდობის დღე წინ უძღვის დიდ მარხვას, რომელიც, ქრისტიანული სწავლებით, სწორედ სინანულისა და სულიერი განწმენდის მარხვას წარმოადგენს. ამ დღეს ყველა ტაძარში აღესრულება საგანგებო ღვთისმსახურება, იკითხება შენდობის ლოცვები. ეკლესიის ყველა წევრი ერთმანეთისგან შენდობას ითხოვს და თავადაც ყველას შეუნდობს. შენდობის წესის დროს კათოლიკოს-პატრიარქი თავად ითხოვს შენდობას. მიტევების კვირა ჯერ კიდევ პირველ საუკუნეში დააწესეს ეგვიპტის უდაბოში მოღვაწე მამებმა. ამ დღეს ბერები ერთმანეთისგან ცოდვების შენდობას ითხოვდნენ და უდაბნოში აღდგომის საგალობლების გალობით მიდიოდნენ, რადგან არ იცოდნენ, მშვიდობით დაბრუნდებოდნენ თუ არა თავიანთ მონასტრებში აღდგომისათვის. ეკლესიის სწავლებით, პირველქმნილი ადამიანების მიერ სამოთხის დატოვების მიზეზი სწორედ სინანულის არქონა გახდა. ამიტომ, ეს დღე საყოველთაო სინანულისკენ და შენდობისკენ მოწოდებაა, რადგან მარხვის დარღვევით დაიკარგა სამოთხე, მარხვის დაცვით კი იგი მოიპოვება. შენდობის კვირის შემდეგ იწყება დიდი მარხვა, რომელიც აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულამდე გრძელდება

 

ლოცვა შენდობის დღეს წასაკითხი… უსწავლელთა მასწავლელო და სიბრძნისა მომცემელო, და გლახაკთა ხელისამპყრობელო, მეუფეო ქრისტე, განამტკიცე და განაბრძვნე გული ჩემი, და მომეც მე სიტყუა, სიტყუა ღმრთისაო, რაითა ლმობიერად გიღაღადებდე: ჰეი მრავალმოწყალეო, მომეც კურნებაი და შემიწყალე მე.