მოსკოვში ტერაქტის შედეგად დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა

31
spot_img

 

მოსკოვის ოლქში საკონცერტო დარბაზზე თავდასხმის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი 152-მდე გაიზარდა. ინფორმაციას რუსული მედია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.

„ტერაქტის შედეგად გარდაცვლილთა რაოდენობა 152 ადამიანამდე გაიზარდა. თავდასხმის შედეგად დაშავდა 285 ადამიანი (მათ შორის 8 ბავშვი)“, – ნათქვამია განცხადებაში.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მაშველები აგრძელებენ სამაშველო და სამძებრო ღონისძიებებს.