მოსკოვში, „კროკუს სითი ჰოლზე“ თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 140-მდე გაიზარდა, – ამის შესახებ ინფორმაციას რუსეთის ჯანდაცვის მინისტრი, მიხაილ მურაშკო ავრცელებს.
„80 დაშავებული, მათ შორის 6 ბავშვი, საავადმყოფოებში რჩება. სამწუხაროდ, ერთ-ერთი დაშავებული, რომელიც უკიდურესად მძიმე მდგომარეობაში იყო, გარდაიცვალა. ექიმებმა ყველაფერი გააკეთეს“, – განაცხადა მიხაილ მურაშკომ.
მურაშკომ აღნიშნა, რომ 4 პაციენტის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა.
შეგახსენებთ, მოსკოვში, „კროკუს სითი ჰოლზე“ თავდასხმა გასულ პარასკევს მოხდა. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ე.წ. „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო.