“მორალურად, ფუნქციურად დეგრადირებული ევრო-ამერიკული ბიუროკრატიის, ევრო-დოლარებზე გაყიდულმა ჩინოვნიკებმა ყველანაირი წითელი ხაზი გადაკვეთეს”

77
spot_img

ევრო-დოლარებზე გაყიდულმა ჩინოვნიკებმა ყველანაირი წითელი ხაზი გადაკვეთეს! გლობალური ომის პარტიისგან მიიღეს დავალება რომ საქართველოში შეცვალონ ხელისუფლება, რომელმაც მათი ინტერესების მსახურებაზე უარი თქვა. ვერ ასრულებენ ამ დავალებას, სასოწარკვეთაში არიან, რამაც გაიყვანა დიპლომატიის, პოლიტიკის, ეთიკის ჩარჩოებიდან და წყევლა-გინებაზე არიან გადასულები! უნდა იცოდნენ, რომ ამით, ყველაზე მეტად საკუთარ თავს და საკუთარ ქვეყნებს შეურაცხყოფენ!- ამის შესახებ საზოგადოებრივი მოძრაობის „საქართველო უპირველეს ყოვლისა“ დამფუძნებელი, ვატო შაქარიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

როგორც შაქარიშვილი აღნიშნავს, ევროპარლამენტში კორუფციული სკანდალები არ სრულდება. სანამ ევროპარლამენტარები სააკაშვილის წონაზე ფიქრობენ და საქართველოში რევოლუციურ სცენარებს გეგმავენ, მთელი მსოფლიო უყურებს მათ პოლიტიკურ იმპოტენციას, რაც ვილნიუსის სამიტზე კიდევ ერთხელ ნათლად გამოჩნდა.

„ამერიკის ელჩმა ქართველ ხალხს ბრბო უწოდა… ლიეტუველმა ევროპარლამენტარმა კი, ქართველი ხალხის უმრავლესობის მიერ არჩეული ხელისუფლება პოლიტიკურ ბანდად მოიხსენია.
ინტელექტუალურად, მორალურად, ფუნქციურად დეგრადირებული ევრო-ამერიკული ბიუროკრატიის, ევრო-დოლარებზე გაყიდულმა ჩინოვნიკებმა ყველანაირი წითელი ხაზი გადაკვეთეს!
გლობალური ომის პარტიისგან მიიღეს დავალება რომ საქართველოში შეცვალონ ხელისუფლება, რომელმაც მათი ინტერესების მსახურებაზე უარი თქვა. ვერ ასრულებენ ამ დავალებას, რა არ სცადეს – სტატუსის არ მოცემა, სანქციების გვერდის ავლაში დადანაშაულება, ამერიკული კანონის რუსულად გამოცხადება, შანტაჟი, ვაჭრობა, ზეწოლა… ბოლოს, სააკაშვილის ბიოლოგიური ნიმუშების ქურდობის მცდელობაც ჩაუვარდათ… პატრონი კი შედეგს ითხოვს! სასოწარკვეთაში არიან, რამაც გაიყვანა დიპლომატიის, პოლიტიკის, ეთიკის ჩარჩოებიდან და წყევლა-გინებაზე არიან გადასულები! უნდა იცოდნენ, რომ ამით, ყველაზე მეტად საკუთარ თავს და საკუთარ ქვეყნებს შეურაცხყოფენ!
ევროპარლამენტში კი, კორუფციული სკანდალები არ სრულდება და ერთმანეთის მიყოლებით იჭერენ ევროდეპუტატებს და აპარატის თანამშრომლებს. მხოლოდ ფული, ძალაუფლება და ინტერესები დარჩა იმ ღირებულებებიდან, რაზეც იყო დაფუძნებული ეს გაერთიანება.
სანამ ევროპარლამენტარები სააკაშვილის წონაზე ფიქრობენ და საქართველოში რევოლუციურ სცენარებს გეგმავენ, მთელი მსოფლიო უყურებს მათ პოლიტიკურ იმპოტენციას, რაც ვილნიუსის სამიტზე კიდევ ერთხელ ნათლად გამოჩნდა“-წერს ვატო შაქარიშვილი.