მოლდოვასა და უკრაინაში ვყოფილვარ და მინდა, ვთქვა, რომ არავის ჩამოვრჩებით, – ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების“ წევრმა, ალეკო ელისაშვილმა „აღმოსავლეთ პარტნიორობის ინდექსის“ ანგარიშთან დაკავშირებით განაცხადა.
„ერთადერთი, ჩამოვრჩებით იმით, რომ უსასრულოდ ერთი და იგივე ხელისუფლება გვყავს. 12 წელია, ხელისუფლებაში არიან და ჯერ ვერც ვცვლით. ხელისუფლება უნდა შევცვალოთ და მაშინ ყველას და ყველაფერს დავეწევით, გავასწრებთ კიდეც. რეფორმების თვალსაზრისით მაჩანჩალები არ ვართ, მაჩანჩალები ვართ მმართველობის თვალსაზრისით. არც უკრაინაში და არც მოლდოვაში მმართველობის გაუკუღმართებული წესი არ არის, როგორც ჩვენთან, როცა არის ვიღაც კაცი, რომელიც არც გამოჩნდა, თან გამოჩნდა და გადაწყვეტილებებს იღებს“, – აღნიშნა ალეკო ელისაშვილმა.
„აღმოსავლეთ პარტნიორობის ინდექსმა“ რამდენიმე დღის წინ ანგარიში გამოაქვეყნა. „აღმოსავლეთ პარტნიორობის ინდექსის“ მიხედვით, საქართველო აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრ ქვეყნებს შორის მესამე ადგილზეა.