“მოხარული ვარ, რომ პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურა არ იყო წარმატებული”- პაველ ჰერჩინსკი

71
spot_img

მოხარული ვარ, რომ საქართველოს პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურა არ იყო წარმატებული, რადგან როგორც ჯოზეფ ბორელმა აქ, თბილისში თქვა, იმპიჩმენტის პროცესმა, სამწუხაროდ, პოლარიზაცია გაზარდა, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა.

როგორც ჰერჩინსკიმ აღნიშნა, ყველა დღე მნიშვნელოვანია წინსვლისთვის, მნიშვნელოვანია ევროკავშირის 27 წევრისთვის საჩვენებლად, რომ საქართველო, საქართველოს ლიდერები, საქართველოს პოლიტიკური კლასი სერიოზულად ეკიდება ევროკავშირთან შეძლებისდაგვარად დაახლოებას.

„ანგარიშამდე ორი კვირაა დარჩენილი და მე პირადად ვიმედოვნებ, რომ დადებითი მოხსენება იქნება. კანდიდატის სტატუსისთვის ბევრი რამ გაკეთდა, მაგრამ ჩემი აზრით, მეტის გაკეთება შეიძლებოდა. ანგარიშამდე ორი კვირაა დარჩენილი. თუ თქვენ შეხედავთ, პირველ პრიორიტეტს, პოლარიზაციას, ყველამ უნდა ვაღიაროთ, რომ ის ჯერ კიდევ აქ არის, ჯერ კიდევ არსებობს. როდესაც საუბარია დეოლიგარქიზაციაზე, არსებობს სამოქმედო გეგმა, მაგრამ ის აღწერს იმ ნაბიჯებს, რომელიც უნდა გადაიდგას სამომავლოდ. ასე რომ, ჩვენ არ გვაქვს მნიშვნელოვანი განხორციელება. ასე რომ, ჭიქა ნახევრად სავსე და ნახევრად ცარიელია. ჩემი აზრით, საქართველოს მოსახლეობის უდიდესი უმრავლესობის ცხადი სურვილია, დაუახლოვდნენ ევროკავშირს, ჰქონდეთ წინსვლა, მიიღონ კანდიდატის სტატუსი. ჩვენ უნდა დაველოდოთ დეკემბრის შუა რიცხვებს და არ გავფლანგოთ დრო. ყველა დღე მნიშვნელოვანია წინსვლისთვის, მნიშვნელოვანია ევროკავშირის 27 წევრისთვის საჩვენებლად, რომ საქართველო, საქართველოს ლიდერები, საქართველოს პოლიტიკური კლასი სერიოზულად ეკიდება ევროკავშირთან შეძლებისდაგვარად დაახლოებას“, – განაცხადა ჰერჩინსკიმ.

მისივე თქმით, გასული კვირების განმავლობაში, განსაკუთრებით საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ჯოზეფ ბორელის ვიზიტის შემდეგ, ცხადად არის აჩქარება და ბევრი დადებითი მოვლენა, მათ შორის არის „მაუწყებლობის კანონზე“ მუშაობა, ზოგიერთ სამოქალაქო ორგანიზაციას შორის გაფორმებული ურთიერთგაგების მემორანდუმი.