მოღალატეები აღმოჩნდნენ უფრო ძლიერები და ვულოცავთ მათ ამას, თუმცა ეს ძალიან დროებითია, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა თამარ კორძაიამ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა გამჭვირვალობის კანონზე პრეზიდენტის ვეტოს დაძლევის საკითხს.
„სამომავლოდ ზუსტად ასევე დავპირდები მოქალაქეებს, რომ ამათ ოქტომბერში გავისტუმრებთ. გამარჯვების მოლოდინი მაქვს“, – აღნიშნა კორძაიამ.
გამჭვირვალობის კანონის საწინააღმდეგოდ გაკეთებულმა განცხადებებმა და მუქარამ არ გაჭრა. ოპოზიციის რადიკალური ფრთის სურვილი, რომელიც ამტკიცებდა, რომ „ქართულ ოცნებას“ კანონის უკან გაწვევას აიძულებდა და შემდეგ დასცინებდა, არ შესრულდა – პარლამენტმა პრეზიდენტის ვეტო „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონთან დაკავშირებით დაძლია.