“მკვდარი მკვდარს აეკიდა, საფლავამდე მაინც მიმათრიეო – ასეა ამათი საქმე” – ზურაბ ქადაგიძე ლომჯარია-ზურაბიშვილი-გახარიას გაერთიანებაზე

131
spot_img

მკვდარი მკვდარს აეკიდა, საფლავამდე მაინც მიმათრიეო, ასეა ამათი საქმე, – წერს „ხალხის ძალის” წევრი ზურაბ ქადაგიძე „ლომჯარია-ზურაბიშვილი-გახარიას“ პოლიტიკური პარტიის შესაძლო შექმნის თაობაზე სოციალურ ქსელში.

„საინტერესო გაერთიანება იქნება და ყველაზე საინტერესო ის, ბიპოლარული აშლილობის ცქერა იქნება, ამ საცოდავებს არჩევნების წაგების შემდეგ, რომ დაემართებათ. კარგია, გაერთიანდით ყველა უსამშობლო და ბარემ ერთიანად ჩამოიწერებით მალფუჭებადი პროდუქტებივით.
მოკლედ, “ლუზერების” ახალ გაერთიანებას ვიხილავთ …“, – წერს ზურაბ ქადაგიძე.