მიზანი არის, რომ ცხვრის ქურქში გადაცმული მგელი შეიყვანონ პარლამენტში ე.წ. მესამე ძალად – გურამ მაჭარაშვილი

20
spot_img

მიზანი არის, რომ ცხვრის ქურქში გადაცმული მგელი შეიყვანონ პარლამენტში ე.წ. მესამე ძალად. რეალურად, „ნაცმოძრაობა“ შეიყვანონ, ოღონდ ფორმა ექნება, ვითომ ეს არის მესამე ძალა, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

„არავინ ეკითხება მათ, არჩევნებზე როგორ გამოვლენ, იმიტომ რომ ერთი საერთო დირიჟორი ჰყავთ. პიარმენეჯერსაც ერთს უნიშნავს, გეგმასაც ერთს დაუწერენ. თუ დააკვირდებით, ერთადერთი, რასაც აკეთებენ, ასევე მათი დირიჟორის დავალებით ცდილობენ როგორმე გაემიჯნონ „ნაცმოძრაობას“, მაგრამ კუდი ჩანს იქ. ყველგან ჩანს ხაბეიშვილის 5 ნომრის კუდი – „ლელოსთანაც“, გახარიასთანაც, „სტრატეგია აღმაშენებელი“ მთლიანად გადავიდა „ნაცმოძრაობაში“ და ასევე მოუწევთ ამათაც. მიზანი არის, რომ ცხვრის ქურქში გადაცმული მგელი შეიყვანონ პარლამენტში ე.წ. მესამე ძალად. რეალურად, „ნაცმოძრაობა“ შეიყვანონ, ოღონდ ფორმა ექნება, ვითომ ეს არის მესამე ძალა. მთელი ხიბლი ისაა, რომ „ნაცმოძრაობის“ ყოფილ თუ მოქმედ თავმჯდომარეებს, მელია იქნება ეს, გვარამია, „ლელო“ თუ „ნაცებთან“ ქორწინებაში მყოფი გახარია, უთხრან, რომ ისინი არ არიან „ნაცმოძრაობა“. რა თქმა უნდა, ქართული საზოგადოება ამას არ შეისაღებს და არ მიიღებს“, – აღნიშნა მაჭარაშვილმა.

„ქართულ ოცნებაში“ აცხადებენ, რომ არჩევნებზე ოპოზიციის გეგმა ითვალისწინებს გახარიას პარტიის და „ლელოს“ დამოუკიდებელ პოლიტიკურ ძალებად წარმოჩენა, რომელსაც თითქოს არანაირი კავშირი არ აქვს „ნაციონლაურ მოძრაობასთან“.