სამშაბათი, ივნისი 6, 2023
spot_img
Homeსიახლეებისაზოგადოება"მივმართავ მთავრობას, შეიქმნას სპეციალური ფონდი"- მამუკა ხაზარაძე აქონდროპლაზიით დაავადებულთა დაფინანსებაზე

“მივმართავ მთავრობას, შეიქმნას სპეციალური ფონდი”- მამუკა ხაზარაძე აქონდროპლაზიით დაავადებულთა დაფინანსებაზე

spot_img

მივმართავ მთავრობას, შეიქმნას სპეციალური ფონდი, სადაც სახელმწიფო, კერძო ბიზნესი და მოქალაქეები ერთობლივად შეიტანენ ფინანსურ წვლილს ამ ბავშვების გადასარჩენად. – ამის შესახებ პარტია “ლელოს” ლიდერი მამუკა ხაზარაძე აქონდროპლაზიით დაავადებული 12 ბავშვი დაფინანსების საკითხთან დაკავშირებით წერს:

“აქონდროპლაზიით დაავადებული 12 ბავშვი დაფინანსების მოლოდინშია. ამ დაფინანსებაზეა დამოკიდებული მათი სიცოცხლე და ეს საკითხი სასწრაფო გადაწყვეტას მოითხოვს. მივმართავ მთავრობას, შეიქმნას სპეციალური ფონდი, სადაც სახელმწიფო, კერძო ბიზნესი და მოქალაქეები ერთობლივად შეიტანენ ფინანსურ წვლილს ამ ბავშვების გადასარჩენად. მზად ვარ, პირადად მივიღო მონაწილეობა ამ ფონდის დაფინანსებაში. არის საკითხები, რომლებიც ყველანაირ პოლიტიკაზე მაღლაა. მოდით, ვისწავლოთ ასეთი საქმეების ერთობლივად კეთება პოლიტიკის გარეშე, ვისწავლოთ გაერთიანება პრობლემის გარშემო, ვისწავლოთ ერთად სიკეთის კეთება.”

spot_img
მსგავსი სიახლეები
- რეკლამა -
Google search engine

TOP სიახლეები