მივიღე შემოთავაზება, რისთვისაც მადლობას ვუხდი ირაკლი კობახიძეს, რომ განვიხილო ნატოში საქართველოს ელჩის თანამდებობა. ეს იქნება 4 თვის შემდეგ, სავარაუდოდ, დავთანხმდები ამ შეთავაზებას, თუმცა მე მაქვს ფიქრის დრო, – ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა, ჯუანშერ ბურჭულაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
„პირველ რიგში, მინდა მადლობა გადავუხადო მთელ გუნდს. ჩემთვის ეს იყო საამაყო თითქმის 5 წელი, რაც გავატარე სამინისტროში. გვქონდა კონსულტაციები და დიდი მადლობელი ვარ ირაკლი კობახიძის. მან მთელ გუნდს შემოგვთავაზა დარჩენა თანამდებობებზე, თუმცა მე ზოგადად, რაც კოდექსი მივიღეთ, მე მქონდა ირაკლი ღარიბაშვილთან თხოვნა წასვლასთან დაკავშირებით. მან მთხოვა, ჯერ არ მიმეღო ეს გადაწყვეტილება. 13 წელია ვარ საჯარო მოხელე, ეს არის ძალიან ბევრი. სამი როტაცია ჩავატარე, 4,5 წელი ვიმუშავე სამ უწყებაში. მეორე – მყავს დიდი ოჯახი და მივიღე შემოთავაზება, რისთვისაც ასევე მადლობას ვუხდი ირაკლი კობახიძეს, რომ განვიხილო ნატოში საქართველოს ელჩის თანამდებობა. ეს იქნება 4 თვის შემდეგ, სავარაუდოდ, დავთანხმდები ამ შეთავაზებას, თუმცა მე მაქვს ფიქრის დრო. მინდა მადლობა გადავუხადო ყოფილ პრემიერს, ირაკლი ღარიბაშვილს, რომელმაც მომცა საშუალება, მემუშავა მასთან ერთად და უკეთ გამეცნო ჩვენი ჯარი. ძალიან ამაყი ვარ და მინდა მადლობა გადავუხადო თითოეულ ჯარისკაცს, სამინისტროს თითოეულ თანამშრომელს, იქნება ეს სამოქალაქო თუ სამხედრო პირი. ჩემთვის ეს იქნება სიამაყის 5 წელი. მადლობა ბიძინა ივანიშვილს – ყოველთვის მადლიერი ვიქნები იმ საქმეების გამო, რაც მან გაუკეთა ჩვენს სამშობლოს და პირადად მეც“, – აღნიშნა ჯუანშერ ბურჭულაძემ.“, – აღნიშნა ჯუანშერ ბურჭულაძემ.
„ქართული ოცნების“ გუნდში საკადრო ცვლილებები განხორციელდა. პარტიის თავმჯდომარე ირაკლი ღარიბაშვილი გახდა, ირაკლი კობახიძე კი პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად ოფიციალურად წარადგინეს,