მივესალმებით ქართველი ხალხის გამბედაობას, რომლებმაც მოიცვეს ქუჩები დემოკრატიისა და ევროპული ღირებულებების დასაცავად -ანალენა ბერბოკი

47
spot_img

მივესალმებით ქართველი ხალხის გამბედაობას, რომლებმაც მოიცვეს ქუჩები დემოკრატიისა და ევროპული ღირებულებების დასაცავად, – ამის შესახებ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანალენა ბერბოკმა განაცხადა.

ბერბოკის განცხადება გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ სოციალურ ქსელ X-ზე გაავრცელა.

„მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, დაუბრუნდეს ევროპულ გზას. სწორედ მთავრობა უხვევს ამ გზიდან თავისი სიტყვებითა და ქმედებებით“, – აცხადებს ანალენა ბერბოკი.