,,მიუხედავად იმისა ვინ საიდან ფინანსდება, კონკრეტული „ენჯეო“ თავისი ქვეყნის ინტერესებს უნდა ახორციელებდეს”-მათიკაშვილი

30
spot_img

მიუხედავად იმისა ვინ საიდან ფინანსდება, კონკრეტული „ენჯეო“ თავისი ქვეყნის ინტერესებს უნდა ახორციელებდეს, – ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ დავით მათიკაშვილმა „ქრონიკაში“ განაცხადა.

მისი თქმით, ქვეყნისა და არჩევნებისთვის არანაირი მნიშვნელობა არ აქვს აშშ-ის ტერიტორიიდან იქნება, ევროკავშირისა თუ რუსეთის ტერიტორიიდან დაფინანსება, როდესაც უცხოეთიდან შემოდის ფული და მას აქვს მცდელობა, ჩაერიოს ქართულ პოლიტიკაში, ეს არის აკრძალული და დაუშვებელი.

„დონორებმა, ვისგანაც მოედინება თანხები, რა თქმა უნდა, პასუხისმგებლობა უნდა აიღონ ამ თანხების ხარჯვის ნაწილზე. ვინც ფულს იხდის ის უკვეთს მუსიკას. ამ შემთხვევაში, მიუხედავად იმისა, ვინ საიდან ფინანსდება, კონკრეტული „ენჯეო“ თავისი ქვეყნის ინტერესებს უნდა ახორციელებდეს, მათ შორის ხელისუფლებაზე კონტროლი. ეს ქვეყნის ინტერესებია. ყველა ის „ენჯეო“, რომელიც ფულს ხარჯავს, მაგალითად, ქალთა უფლებების დასაცავად, აგრო-სექტორში და ა.შ. მხოლოდ და მხოლოდ მადლიერება გვაქვს ჩვენ და ამას სულ ვაფიქსირებთ. მაგრამ ის ნაწილი, რომელიც პოლიტიკასთან არის აფილირებული, მაგალითად „ევროპის დემოკრატიის ფონდი“, რომელმაც 50 000 ლარი გადაიხადა ნიკანორ მელიას, კრიმინალის ციხიდან გამოშვებაში, ამ ფონდის მმართველ რგოლში ბრძანდება ჩვენთვის ოდიოზური ევროპარლამენტარი ანა ფოტიგა. ეს ხომ პირდაპირ ადასტურებს იმას, რომ რეალურად არის მცდელობა უცხოეთიდან, რომ გავლენა კი არ მოახდინოს უბრალოდ, არამედ ჩაერიოს ქართული პოლიტიკის განხორციელებაში. ჩვენი ქვეყნისთვის და არჩევნებისთვის არანაირი მნიშვნელობა არ აქვს აშშ-ის ტერიტორიიდან იქნება, ევროკავშირის თუ რუსეთის ტერიტორიიდან. როდესაც უცხოეთიდან შემოდის ფული და მას აქვს მცდელობა ჩაერიოს ქართულ პოლიტიკაში, ეს არის აკრძალული და დაუშვებელი“,- აღნიშნა მათიკაშვილმა.