რუსეთის საგარეო უწყებამ რუსული აქტივების კონფისკაციისა და უკრაინისთვის გადაცემის გეგმასთან დაკავშირებით შვეიცარიის ელჩი დაიბარა

20
spot_img

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ შვეიცარიის ელჩი, კრისტინა მარტი ლანგი დაიბარა შვეიცარიის პარლამენტის მიერ იმ შუამდგომლობების დამტკიცების გამო, რომელიც მთავრობას უფლებას აძლევს, უკრაინის რეპარაციების დასაფინანსებლად რუსული აქტივების კონფისკაციისა და გადარიცხვის გზაზე იმუშაოს.

„რუსეთი კატეგორიულად გმობს შვეიცარიის ხელისუფლების ამ ნაბიჯს, რომელიც უხეშად არღვევს საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტურ პრინციპებსა და ნორმებს სახელმწიფოს იმუნიტეტის შესახებ. რუსეთის სახელმწიფო ქონების ნებისმიერი ხელყოფა „რეპარაციული მექანიზმის“ საფარქვეშ სხვა არაფერი იქნება, თუ არა სახელმწიფო დონეზე ქურდობა”, – აცხადებენ რუსეთის საგარეო უწყებაში.

მათი განმარტებით, რუსეთი საპასუხო ზომებს მიიღებს, თუ შვეიცარიის გეგმა განხორციელდება. შვეიცარიამ გასულ წელს განაცხადა, რომ სანქცირებული რუსების კუთვნილი დაახლოებით 7.7 მილიარდი შვეიცარიული ფრანკის (8.81 მილიარდი აშშ დოლარი) ღირებულების ფინანსური აქტივები გაყინა.