,,მიშელის განცხადება დაბალანსებულია, პოზიტიური გზავნილით”- ვოლსკი

136
spot_img

მე მგონია, რომ [შარლ მიშელის] განცხადება არის დაბალანსებული, თუმცა, პოზიტიური მესიჯი მასში არის, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ მედიასთან“ განაცხადა.

„ძალიან დიდი ხნის განმავლობაში ვმუშაობდი გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წარმომადგენლობაში და უამრავ საერთაშორისო ფორუმში მიმიღია მონაწილეობა აშშ-ში და დარწმუნებული ვარ, რომ ერთი რამ უნდა იცოდეს ყველამ: არ არსებობს ასეთ პოლიტიკურ პროცესში ისეთი პასუხი, რომ ერთ ან, მეორე მხარეს მიეცეს გამარჯვების ყიჟინის ატეხის საშუალება. რადგან, ისინი ხედავენ, თუ რა დაძაბულობაა აქ, შიგნით და თუ რამდენად დიდი უპირატესობა ექნება დღევანდელ ხელისუფლებას, რომ დამსახურებული კანდიდატის სტატუსი მიიღონ. აქედან გამომდინარე, კანდიდატის სტატუსის მოცემით შეიძლება ისე დამარცხდეს ისედაც დაშლილი რადიკალური ოპოზიცია, რომ ამან შეიძლება გარკვეული დისბალანსი შექმნას და კონკრეტული ადამიანის განცხადებამ ამაში გარკვეული როლი ითამაშოს. ამიტომ, მე მგონია, რომ განცხადება არის დაბალანსებული, თუმცა, პოზიტიური მესიჯი მასში არის“, – აღნიშნა ვოლსკიმ.