“მინდა მივესალმო ევროკომისიის გადაწყვეტილებას, რომ ევროპის საბჭოსადმი რეკომენდაცია გასცა,საქართველოს მიენიჭოს კანდიდატის სტატუსი”

92
spot_img

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ  ირაკლი ღარიბაშვილის ევროკომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილება მიულოცა და ევროინტეგრაციის გზაზე წარმატებები უსურვა.

აღნიშნულის შესახებ განცხადება ნიკოლ ფაშინიანმა „პარიზის მშვიდობის ფორუმზე“ გააკეთა.

„მინდა მივესალმო ევროკომისიის გადაწყვეტილებას, რომ ევროპის საბჭოსადმი რეკომენდაცია გასცა, რომ საქართველოს მიენიჭოს კანდიდატის სტატუსი. ეს მნიშვნელოვანია. მე მინდოდა მას შემდეგ, რაც ევროპული საბჭო მიიღებს გადაწყვეტილებას, ოფიციალურად მიმელოცა ქართველი კოლეგისთვის. ძალიან მნიშვნელოვანი პროცესია და ჩვენ ძალიან ყურადღებით ვაკვირდებით იმას თუ რა ხდება. საქართველოს წარმატებას ვუსურვებთ ამ გზაზე“, – განაცხადა ფაშინიანმა