“მიმდინარე წელს გვექნება სიახლეები სახელმწიფო საწარმოების მიმართულებით” – ფინანსთა მინისტრი

14
spot_img

ჩვენ მიმდინარე წელს გვექნება სიახლეები სახელმწიფო საწარმოების მიმართულებით. ვფიქრობთ, მინიმუმ 1 საწარმო მაინც გამოვა ბაზარზე და დამოუკიდებლად შეძლებს ფინანსების მოძიებას, – ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა ჟურნალისტებთან დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

მისივე თქმით, სახელმწიფო საწარმოების რეფორმებთან დაკავშირებით მზა ფორმულები არ არსებობს.

„სახელმწიფო საწარმოებთან დაკავშირებით გეტყვით, რომ ზოგადად, სახელმწიფო საწარმოების რეფორმა არის რეფორმა, რომელიც საკმაოდ რთული რეფორმაა. ასეა მსოფლიოს ყველა ქვეყანაში. ამის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ ინდივიდუალურია და არ არის მზა ფორმულები სახელმწიფო საწარმოების რეფორმებთან დაკავშირებით. შეგვიძლია ვთქვათ, რომ საქართველოში სახელმწიფო საწარმოებთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი პროგრესი გვაქვს, თუ გადავხედავთ ბოლო წლების ფისკალურ მაჩვენებელს სახელმწიფო საწარმოებისა, ის მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა.

რამდენიმე ამოცანა გვაქვს. სახელმწიფო საწარმოები არ უნდა ქმნიდნენ ფისკალურ რისკებს ქვეყნისთვის. ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი ნაბიჯების გადადგმა ხდება. მეორე მხრივ, მათ უნდა შეეძლოთ ბაზარზე წვდომა და დამოუკიდებლად ფინანსების მოძიება. ის ფინანსური პარამეტრები, რომელიც ბოლო რამდენიმე წელია გაუმჯობესდა, ძალიან ბევრ სახელმწიფო საწარმოს აძლევს იმის შესაძლებლობას, რომ სუვერენული დაფინანსების გარეშე შეძლონ მოიპოვონ დაფინანსების შესაძლებლობები სხვადასხვა მიმართულებით. ჩვენ, მიმდინარე წელს გვექნება სიახლეები სახელმწიფო საწარმოების მიმართულებით. ვფიქრობთ, მინიმუმ 1 საწარმო მაინც გამოვა ბაზარზე და დამოუკიდებლად შეძლებს ფინანსების მოძიებას“, – აღნიშნა მინისტრმა.