“მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით 200 000-მდე ხელმოწერა შეგროვდა და შეგვაქვს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში”

25
spot_img

გათავისუფლდეს პუტინის პირადი პატიმარი მიხეილ სააკაშვილი, – ამ მოთხოვნით “ნაციონალური მოძრაობის” წევრებმა და მხარდამჭერებმა პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან აქცია გამართეს.

როგორც ჟურნალისტებს “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა წევრმა, ირაკლი ნადირაძემ განუცხადა, დაახლოებით მზად არის 200 000 ხელმოწერა, რომელიც ქვეყნის მასშტაბით შეგროვდა, ხელმოწერები პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს გადაეცემა.

“ხელმოწერები მთელი ქვეყნის მასშტაბით გროვდებოდა. 200 000-მდე ხელმოწერა შეგროვდა,მათ შორის ელექტრონულადაც ემიგრანტების მონაწილეობით და დღეს შეგვაქვს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში. მოთხოვნა არის პუტინის პირადი პატიმრის, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება, იმ ადამიანის, რომელმაც 2003 წელს ქვეყანა ჭაობიდან ამოიყვანა, ბიუჯეტი, პენსია ათჯერ გაზარდა, უამრავი ინვესტორი ჩამოიყვანა, ქვეყანა წინ ძალიან სწრაფად მიჰყავდა. შესაბამისად, დღესაც თუ ვინმეს შეუძლია, რომ ქვეყანა კრიზისიდან ამოიყვანოს, ბიუჯეტი გაზარდოს, ინვესტორები ჩამოიყვანოს , შექმნას მაღალანაზღაურებადი სამუშაო ადგილები, ეს არის სწორედ მიხეილ სააკაშვილი, ამიტომ ისტორიული უსამართლობაა, რომ ეს ადამიანი ციხეში იჯდეს”, – განაცხადა ნადირაძემ.