
გზაზე განვითარებული მეწყრული პროცესის გამო, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის სოფელ მუხურიდან ტბა ტობავარჩხილის მიმართულებით მოძრაობა დროებით შეწყვეტილია.
აღნიშნულის შესახებ განცხადებას სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაცია ავრცელებს.
„სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის მიმართვის საფუძველზე, ადგილზე იმყოფებოდნენ გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტები. ველოდებით შესაბამის დასკვნას, რის შემდეგაც გატარდება რეკომენდაციით გათვალისწინებული ღონისძიებები“, – აღნიშნულია განცხადებაში.