მექსიკაში, მატჩის დროს, ფეხბურთელი მოკლეს

96
spot_img

ბოლივიის ნაკრების ფეხბურთელი, სერხიო იაურეგი მექსიკაში ამხანაგური მატჩის დროს გარდაიცვალა. Proceso-ს ინფორმაციით, თამაშის დროს 38 წლის ფეხბურთელი, რომელიც „ატლეტიკო სან ლუის რეის“ გუნდში თამაშობდა, წყლის დასალევად მოედნის ნაპირზე მივიდა. ამ დროს მას უცნობი პირი მივარდა და სპორტსმენს ექვსჯერ ესროლა, შემდეგ კი დანაშაულის ადგილიდან გაიქცა. საფეხბურთო კლუბმა იაურეგის გარდაცვალების გამო მწუხარება გამოთქვა.

ფეხბურთელმა პროფესიული კარიერა 2012 წელს დაასრულა. ბოლივიის ნაკრებში მან 13 მატჩი ჩაატარა.