მეორე მსოფლიო ომის ვეტერან შალვა გოჩიტაშვილს 100 წელი შეუსრულდა

50
spot_img

კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ გარიყულაში მცხოვრებ შალვა გოჩიტაშვილს, რომელიც მეორე მსოფლიო ომის ერთადერთი ვეტერანია მუნიციპალიტეტში, 100 წელი შეუსრულდა.

ომის ვეტერანს საიუბილეო თარიღი მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ ზურაბ კოპაძემ, ვეტერანთა საქმეთა სახელმწიფო სამსახურის რეგიონული მართვის დეპარტამენტის უფროსმა ლევან ამირიძემ, ამავე სამსახურის შ/ქართლის სამსახურის უფროსმა ზვიად საბაშვილმა და ამავე სამსახურის წარმომადგენელმა კასპის მუნიციპალიტეტში თადარიგის პოლკოვნიკმა ლავრენტი ბაიდაურმა მიულოცეს.

კასპის მუნიციპალიტეტის მერია ბატონ შალვას ულოცავს დაბადების დღეს, უსურვებს ჯანმრთელობას და დღეგრძელობას.