პარასკევი, ივნისი 2, 2023
spot_img
HomeT0P სიახლეებიმეორე მსოფლიო ომის მონაწილეები ერთჯერადად 1000 ლარს, ხოლო მათი ოჯახის წევრები -...

მეორე მსოფლიო ომის მონაწილეები ერთჯერადად 1000 ლარს, ხოლო მათი ოჯახის წევრები – 500 ლარს მიიღებენ

spot_img

საქართველოს მთავრობის განკარგულებით, ფაშიზმზე გამარჯვების 78-ე წლისთავთან დაკავშირებით, მეორე მსოფლიო ომის მონაწილეები ერთჯერადად 1000 ლარს, ხოლო მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ოჯახის წევრები – 500 ლარს მიიღებენ.

განკარგულებას საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ხელი უკვე მოაწერა.

მეორე მსოფლიო ომის მონაწილეებისა და მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ოჯახების წევრებისთვის ერთჯერადი ფულადი დახმარების გაცემას საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სოციალური მომსახურების სააგენტო უზრუნველყოფს, ხოლო თბილისში რეგისტრირებულთათვის – დედაქალაქის მერია.

spot_img
მსგავსი სიახლეები
- რეკლამა -
Google search engine

TOP სიახლეები