“მენტალურად ივანიშვილი დღესაც მოსკოვშია” – ანა ნაცვლიშვილი

18
spot_img

თუ აწუხებთ ის, რომ ჩვენ მის [ბიძინა ივანიშვილის] მომავალს მოსკოვში ვხედავთ მინდა ვუთხრა, რომ მენტალურად ივანიშვილი დღესაც მოსკოვშია და იქიდან არასდროს და ვერასდროს გამოვიდა – ამიტომ „რუსი ოლიგარქი“ რთულად წარმოსადგენია, რომ საცხოვრებლად ევროპას აირჩევს როცა ხელისუფლებაში აღარ იქნება, – ამის შესახებ პარტია „ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ანა ნაცვლიშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, წელიწადნახევრის განმავლობაში ბიძინა ივანიშვილმა და „ქართულმა ოცნებამ”სერიოზული ფულადი და დროითი რესურსი დახარჯეს ევროპის ძაგებაში და ლანძღვაში.

„ქართულ ოცნებას“ კიდევ ერთხელ ვეტყვი, რომ შესაძლოა მათთვის მტკივნეული და ძალიან უხერხულია ამის აღიარება, მაგრამ, დიახ, მათი პარტიის ხელმძღვანელი არის „რუსი ოლიგარქი“, ასე მოიხსენიებს მას ევროპარლამენტი და საერთაშორისო საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილი. თუ აწუხებთ ის, რომ ჩვენ მის მომავალს მოსკოვში ვხედავთ მინდა ვუთხრა, რომ მენტალურად ივანიშვილი დღესაც მოსკოვშია და იქიდან არასდროს და ვერასდროს გამოვიდა. ამიტომ რუსი ოლიგარქი რთულად წარმოსადგენია, რომ საცხოვრებლად ევროპას აირჩევს როცა ხელისუფლებაში აღარ იქნება იმიტომ, რომ წელიწადნახევარი მან და მისმა პარტიამ ძალიან სერიოზული ფულადი და დროითი რესურსი დახარჯეს სწორედ ევროპის ძაგებაში და ლანძღვაში. ამიტომ არ ვიცი, გამოდის, რომ მოსკოვში ცხოვრება არ უნდა, იცის, რომ ცუდია რუსეთი და ევროპისკენ უჭირავს თვალი?! და მაშინ ამას უნდა გასცენ თვითონ პასუხი. ვფიქრობ, რომ ძალიან არაადეკვატური მცდელობები აქვს ახლა “ქართულ ოცნებას”, რომ ყურადღება სადღაც სხვაგან გადაიტანოს. პრობლემა ამ ქვეყნის არის ის, რომ ამ ქვეყანას მართავს “რუსი ოლიგარქი”. “ლელოს” ამოცანა და მიზნები, რამდენი თავდასხმაც არ უნდა განახორციელონ ჩვენზე, უცვლელი რჩება. ის, რომ რუსული ხელისუფლება გავუშვათ და ამ ქვეყანაში განხორციელდეს ყველა ის რეფორმა, რაზეც “ლელო” ინტენსიურად მუშაობს”, – განაცხადა ნაცვლიშვილმა.