ამ „ნაცურ“ გაერთიანებას თუ რამე სახელწოდება არ შეესაბამება, უპირველესად არის „ახალი“ – ეს არის კოლექტიური “ნაცმოძრაობის” 1-2-3%-იანი წარმონაქმნი, მათი ელექტორალური ხარისხი ნულთან გათანაბრებულია, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა, დავით მათიკაშვილმა გვარამია-მელიას გაერთიანებაზე საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, ნიკა გვარამია და ნიკა მელია ცალ-ცალკე “ნაცები” არიან და საზოგადოება არ დაიჯერებს, რომ მათი გაერთიანების შემთხვევაში “ნაციონალური მოძრაობისგან” დისტანცირება მოხდა.
“ამ “ნაცურ” გაერთიანებას თუ რამე არ შეეფერება სახელწოდებას შორის, ალბათ, უპირველესად, ეს არის სახელწოდება “ახალი”, რადგან აქ ახალი აბსოლუტურად არაფერი არ არის. ეს არის “ნაცი” სახეები. ცალ-ცალკე “ნაცები” არიან და როგორ დაიჯერებს საზოგადოება, რომ მათი გაერთიანების შემთხვევაში “ნაციონალური მოძრაობისგან”, ამ ოდიოზური ფიგურების დისტანცირება მოხდა? არ არის ჩვენი საზოგადოება გამოუცდელი. არ არის მიამიტი. ჩვენ ეს ბევრჯერ გვაქვს ნანახი, იგივე გიორგი ვაშაძის შემთხვევაში. ეს არის ტყუილი, საზოგადოების თვალის სხვების მცდელობა. რა თქმა უნდა, ჩვენი საზოგადოება პასუხს გასცემს 2024 წლის საპარლამენტო არჩევებზე. ეს არის 1-2-3%-იანი ახალი წარმონაქმნები, რომლებიც არიან კოლექტიური “ნაცმოძრაობის” შემადგენლობაში და მათი ნდობის ხარისხი ელექტორალური არის ძალზედ დაბალი, ნულთან გათანაბრებული,” – განაცხადა მათიკაშვილმა.