“მედიკამენტების ხარისხის კონტროლის მიზნით, უკვე შევამოწმეთ ბანგლადეშის, ინდოეთისა და უზბეკეთის საწარმოები, საიდანაც საქართველოს ბაზარზე მედიკამენტები აქტიურად შემოდის”

14
spot_img

საკანონმდებლო ორგანოში სიტყვით გამოსვლისას ზურაბ აზარაშვილმა მედიკამენტების ხარისხის კონტროლის მიზნით გატარებულ რეფორმებზეც გაამახვილა ყურადღება.

ჯანდაცვის მინისტრობის კანდიდატის თქმით, სამინისტრომ, რეგულირების სააგენტოს მეშვეობით, იმ უცხოური საწარმოების შემოწმება დაიწყო, რომელთა მედიკამენტებიც საქართველოში იმპორტით შემოდის.

„ქვეყანაში მედიკამენტების ხარისხის კონტროლისა და მაღალი ხარისხის წამლის მიმოქცევის უზრუნველყოფის მიზნით, ჩვენ უკვე შევამოწმეთ ბანგლადეშის, ინდოეთისა და უზბეკეთის საწარმოები, საიდანაც საქართველოს ბაზარზე მედიკამენტები აქტიურად შემოდის. ფარმაცევტული სფეროს რეგულირების მექანიზმების კიდევ უფრო დახვეწა სამომავლო რეფორმების ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად რჩება. წამლის ხარისხის კონტროლის ლაბორატორია, რომელიც სამინისტრომ 2023 წელს აამოქმედა, სრული დატვირთვით განაგრძობს მუშაობას. ლაბორატორია საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად, ულტრათანამედროვე აპარატურით აღიჭურვა და კვალიფიციური პერსონალით დაკომპლექტდა. შედეგად, ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა, ქვეყანაში წარმოებული თუ იმპორტირებული წამლების ხარისხი მონიტორინგი ვაწარმოოთ“, – განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა.